იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ „ეს ძალიან რთული კითხვაა, რადგან ამის უკან დგას გარკვეული რისკები, დაკავშირებული „ომიკრონის“ შემთხვევების მატებასთან და ასევე რისკები დაკავშირებული ბავშვების ინფიცირებასთან“. მისივე განმარტებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში.