ვაქცინაცია აუცილებელია, თუმცა ის კორონავირუსის აღმოფხვრას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
10:26 / 12.09.2021
 
„არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში“, - ამის შესახებ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
19:02 / 11.09.2021
 
„მოდერნამ“კორონავირუსის და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
10:10 / 10.09.2021
 
“ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ მეც მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება”,- ამის შესახებ თინა ხიდაშელმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. მან ისაუბრა იმაზე თუ როგორ გაიმარჯვა კოვიდ 19-ზე.
22:05 / 09.09.2021
 
საქართველო 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციაზე მსჯელობს, თავდაპირველად საუბარია იმ არასრულწლოვნებზე, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აქვთ.

ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 12 წლიდან მოზარდების აცრა დაიწყო ისრაელია. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული მოსახლეობის 80%–მდე ვაქცინირებული იყო, ქვეყანამ გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ისრაელში მყოფი ქართველი ექიმი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ ბავშვების 60% უკვე ორჯერადად აცრილია.
22:02 / 09.09.2021
 
„რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
19:02 / 08.09.2021
 
კვლავ მძიმე რჩება კოვიდდადებითი ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ქუთაისში, "ბომონდის" რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი.
20:42 / 07.09.2021
 
კანადელი მეცნიერების დასკვნის მიხედვით, მარიხუანა ახალგაზრდებში მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს ზრდის. Canadian Medical Association Journal-ის კვლევის მიხედვით, 45 წლამდე ახალგაზრდა ადამიანებში გულის შეტევების ალბათობა მარიხუანის მოხმარების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

19:07 / 07.09.2021
 
ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ფაიზერით ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემა სუსტდება, ტელეკომპანია DMAX და Hamburg 1-მა გაავრცელეს. ისინი ჰოლანდიელი მეცნიერების კვლევებს ეყრდნობოდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

18:57 / 06.09.2021
 
„ჩვენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის“, - ამის შესახებ „დროას“ წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.ამისთვის აუცილებელია ის, რომ ყოველდღე უნდა იყოს დაახლოებით, 40 000 ადამიანი აცრილი. ამისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების შექმნა, მობილური ჯგუფების იქ გასვლა, საიდანაც ხალხი ვერ მიდის ამცრელ პუნქტებამდე და აუცილებელია ვაქცინაციის ყველა იმ რეზერვის გამოყენება, რაც დღეს არსებობს.
23:40 / 04.09.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×