რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვამბობდით, რომ „ბუსტერ“-დოზის გაკეთება ჩინური ვაქცინების შემთხვევაში შესაძლებელია ისევ ამ ტიპის ვაქცინით, ახლა ეს დამოკიდებულება შეცვლილია და უმჯობესია, რომ „ბუსტერ“-დოზა გაკეთდეს „ფაიზერის“ ვაქცინით, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.