არცერთი წამალი არ არის ვაქცინაზე უფრო ეფექტური, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა, დავით გადელიამ „ქრონიკაში“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატებზე საუბრისას განაცხადა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, მწვანე საშვთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების განხილვას საკმაოდ ხანგრძლივი დრო დაეთმო. მისივე თქმით, ამ კუთხით ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად არის გადასადგმელი.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ბუსტერ დოზების ადმინისტრირება არ არის დაგვიანებული და ნოემბერ-დეკემბერი ამისთვის იდეალური პერიოდია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ რამდენიმე ხანში შესაძლოა COVID-19-ით დღიურად ინფიცირების მაჩვენებელი 7 000-მდე გაიზარდოს. დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 8 ათასამდე გაიზრდება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ ქვეყანა უფსკრულის წინაშე დგას.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების სარგებელი აშკარად აჭარბებს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ ვაქცინაციის გეგმის შესრულება სულ უფრო არარეალურად ეჩვენება. მისი თქმით, თუ ვაქცინირებულთა სტატისტიკის დღიური მაჩვენებელი არ მოიმატებს, ქვეყანას არსებულ რეჟიმში კიდევ მინიმუმ 1 წელიწადი მოუწევს ცხოვრება.
მედიცინის დოქტორის, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, იმის გამო, რომ ბავშვების ვაქცინაცია არ ხდება, აუცილებელია ის ადამიანები, ვისთანაც ხშირი კონტაქტი უწევს ბავშვს, აუცილებლად იყვნენ აცრილები.