"ხელის შეხებას დიდი მნიშვნელობა აქვს... ამდენი წელია რეანიმაციაში ვარ და ვიცავ ყველა ჰიგიენურ ნორმას, მაგრამ არასდროს არ ვსინჯავ პაციენტს ხელთათმანით, არც კოვიდპაციენტს. ერთმა მითხრა, მინდა ჩაგეხუტოო, ჩამოვიხსენი ქუდიც და პირბადეც, შეიძლება შეცდომა დავუშვი და ვიღაცებმა რაღაცები თქვან, მაგრამ ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავდა.
18:36 / 20.09.2021
 
კორონავირუსის მეოთხე ტალღა დასრულების ფაზაშია. ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების მიუხედავად, ინფიცირების სტატისტიკა ყოველდღიურად მცირდება.
18:38 / 19.09.2021
 
„კოვიდპანდემია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დასრულდება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.„კორონავირუსმა სპეციალისტები არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში. არის იმედი, რომ ის გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ გარანტია არ არსებობს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
18:33 / 19.09.2021
 
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) საკონსულტაციო საბჭომ 65 წელს ზემოთ და რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზას რეკომენდაცია გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას thehill.com ავრცელებს.ამასთანავე, საბჭომ ფაიზერის ვაქცინის მესამე დოზის ფართოდ გამოყენებას რეკომენდაცია არ გაუწია.
11:17 / 18.09.2021
 
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, მ.იაშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ ადამიანებმა, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ, პირველ რიგში უნდა გაიკეთონ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა.
18:13 / 17.09.2021
 
ისრაელის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ წამალს, რომელიც ადრე აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი აღმოაჩნდა.მათ მიერ შექმნილმა ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა COVID-19 შეაჩეროს.
19:13 / 16.09.2021
 
ექიმი სოფიო ბერიძე კოვიდინფიცირებულებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს. „კოვიდის 10 მცნება“, ანუ რა უნდა იცოდეს და შეასრულოს პაციენტმა, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა.
19:23 / 14.09.2021
 
„არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებით რატომ უნდა იყოს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია მასობრივი, სავალდებულო და არა მიზნობრივი? რატომ შეიძლება მოახდინოს გავლენა კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებამ - აიცრას ან არ აიცრას სხვა დანარჩენ მოსახლეობაზე?“ - ამ შეკითხვებს ცნობილი დერმატოლოგი, ვენეროლოგი ზაზა თელია პასუხობს.
10:29 / 12.09.2021
 
ვაქცინაცია აუცილებელია, თუმცა ის კორონავირუსის აღმოფხვრას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
10:26 / 12.09.2021
 
„არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში“, - ამის შესახებ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
19:02 / 11.09.2021
 
კალენდარი
×