ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამჯთმად საქართველოში იმყოფება. როგორც ის ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, თვითონაც ასე გადაწყვიტა და სხვებსაც ურჩია, რომ საქართველოში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი სექტემბერი-ოქტომბერი იქნებოდა, რადგან ნოემბრიდან კოვიდსიტუაცია ისევ დაიძაბება.
19:17 / 06.10.2021
 
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანამ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ვერ მიაღწია 20 ათას აცრილს დღის განმავლობაში, მაშინ პრიორიტეტულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის რეკომენდაციის განხილვ აუცილებელი გახდება.ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეისთვის ეს საკითხი არ განხილულა და სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებში სარეზერვო გეგმაა.
19:15 / 06.10.2021
 
Reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 7 დღის განმავლობაში გარდაცვლილ კოვიდინფიცირებულთა ნახევარზე მეტი აშშ-ზე, რუსეთზე, ბრაზილიაზე, მექსიკასა და ინდოეთზე მოდის.
09:17 / 03.10.2021
 
ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მესამე ადამიანს 3-დან 6 თვის შემდეგ აწუხებს ხანგრძლივი COVID 19-ის დამახასიათებელი მინიმუმ ერთი სიმპტომი. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
21:15 / 29.09.2021
 
არა, კოვიდისშემდგომი, ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არაა აცრის შემდგომ იმუნიტეტზე უფრო ძლიერი,- ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი წერს სოციალურ ქსელში.
23:51 / 25.09.2021
 
ორსულ ქალებში ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები წარმოუდგენლად გამამხნევებელია. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვაქცინების საკითხზე მრჩეველთა ჯგუფის თავმჯდომარემ განაცხადა.
21:29 / 23.09.2021
 
მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოშ ბავშვთა კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინაცია ეტაპობრივად უნდა დაიწყოს.
19:58 / 21.09.2021
 
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ, თუ მოსახლეობის 60% არ აიცრება პანდემია კიდევ ერთი წელი გაგრძელდება საქართველოში.
19:56 / 21.09.2021
 
"ხელის შეხებას დიდი მნიშვნელობა აქვს... ამდენი წელია რეანიმაციაში ვარ და ვიცავ ყველა ჰიგიენურ ნორმას, მაგრამ არასდროს არ ვსინჯავ პაციენტს ხელთათმანით, არც კოვიდპაციენტს. ერთმა მითხრა, მინდა ჩაგეხუტოო, ჩამოვიხსენი ქუდიც და პირბადეც, შეიძლება შეცდომა დავუშვი და ვიღაცებმა რაღაცები თქვან, მაგრამ ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავდა.
18:36 / 20.09.2021
 
კორონავირუსის მეოთხე ტალღა დასრულების ფაზაშია. ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების მიუხედავად, ინფიცირების სტატისტიკა ყოველდღიურად მცირდება.
18:38 / 19.09.2021
 
კალენდარი
×