ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფორმულას ეთერში“ კოვიდპასპორტების შემოღებაზე და ბავშვებში გრიპის ვირუსის ვაქცინაციაზე ისაუბრა.
18:45 / 19.10.2021
 
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა მძიმეა.მისი თქმით, ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მასობრივი თავშეყრები, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად იმართება.
20:55 / 18.10.2021
 
ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმმა კახა ჩომახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ინფიცირებულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა და მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად მძიმდება.
20:52 / 18.10.2021
 
ეპიდემიოლოგებმა ოთარ ჩოკოშვილმა და ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრეს.
18:14 / 18.10.2021
 
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ექიმი ანი ქავთარაძე სატელევიზიო ეთერში, მეხუთე ტალღის დასაწყისზე და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.
19:01 / 16.10.2021
 
„ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ 4000 კაცი აიცრას მხოლოდ“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კოვიდვაქცინაციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
23:40 / 15.10.2021
 
ჩვენ დღეს ვართ დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობაში. დღეს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგებოდა, - ასე შეაფასა ბათუმში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება.
19:51 / 12.10.2021
 
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გაგუა ორსულებს "ფაზიერის" ვაქცინაციის რეკომენდაციას აძლევს. მისი განმარტებით, ვაქცინა ორსულებს რეანიმაციისგან და სიკვდილისგან იცავს.
19:42 / 12.10.2021
 
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ამ ფონზე, საუკეთესო წამალი და გამოსავალი არის pfizer-ის ვაქცინა, რომელიც ადამიანს იცავს შემდგომი კოვიდური გართულებებისგან.
19:38 / 12.10.2021
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინის დამატებითი დოზა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა უნდა მიიღონ, რომლებიც Sinovac-ითა და Sinopharm-ით არიან აცრილნი.
19:35 / 11.10.2021
 
კალენდარი
×