ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში "ფაიზერით" აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში "ფაიზერით" აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
კატეგორიის სხვა სიახლეები
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად საყურადღებოა და შემოდგომიდან ეპიდსიტუაცია უფრო დამძიმდება, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა ეკა ჭოლაძემ განაცხადა.
11:23 / 03.08.2021
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული ახალი ტალღის ფონზე, დაავადების ექსპერტები ცდილობენ გაიგონ, ამძიმებს თუ არა კორონავირუსის ახალი ვარიანტი ადამიანების, უმთავრესად არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა და ახლა მსოფლიოში დომინანტურია, სავარაუდოდ, უფრო მძიმეა, ვიდრე ვირუსის ადრინდელი შტამები.

უწყებას მაგალითად მოჰყავს კანადაში, სინგაპურსა და შოტლანდიაში ჩატარებული კვლევები, რომელიც აჩვენებს, რომ „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციის ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე პანდემიის ადრეულ ეტაპზე ინფიცირებული პირების.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში, დაავადების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ სამი კვლევის შედეგების თანახმად, „დელტა“ ვარიანტის რისკი უფრო დიდია, მაგრამ კვლევის პოპულაცია შეზღუდულია და დასკვნები ჯერ არ არის განხილული გარე ექსპერტების მიერ. ექიმებმა, რომლებიც „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, COVID-19-ის სიმპტომების უფრო სწრაფი დადგომა და ბევრ რეგიონში საერთო შემთხვევების გაზრდა დააფიქსირეს.

თუმცა, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დამატებითი მუშაობაა საჭირო შედეგების ადამიანთა უფრო მეტ რაოდენობაში შესადარებლად, რათა დადგინდეს, იწვევს თუ არა ერთი ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე მეორე.

„რთულია დავადგინოთ დაავადების სიმძიმის ზრდა და მოსახლეობის მიდრეკილება“, - განაცხადა ლოურენს იანგმა, დიდი ბრიტანეთის უორვიკის სამედიცინო სკოლის ვირუსოლოგმა.

გარდა ამისა, ექსპერტების განცხადებით, სავარაუდოა, რომ „დელტა“ ვარიანტის გადაცემის განსაკუთრებელი მაჩვენებელი ასევე ხელს უწყობს საავადმყოფოებში მძიმე შემთხვევების უფრო დიდ რაოდენობას.

სან დიეგოს იმუნოლოგიის ინსტიტუტის ვირუსოლოგმა, შეინ კროტმა განაცხადა, რომ ყველაზე ნათელი მითითება იმისა, რომ „დელტა“ ვარიანტმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება, შოტლანდიაში ჩატარებული კვლევიდან გამომდინარეობს, რომელმაც დაადგინა, რომ „დელტა“ ვარიანტმა თითქმის გააორმაგა ჰოსპიტალიზაციის რისკი ვირუსის ადრინდელ ვარიანტთან შედარებით.

აშშ-ში კორონავირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევები არავაქცინირებულ პირებში ფიქსირდება, თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინების დოზები ნაკლებად ეფექტურია დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, მათ შორის ხანდაზმულებში.

მაიოს კლინიკაში ინფექციური დაავადებების ექსპერტი, გრეგორი პოლენდი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინირებული პირები კორონავირუსით დაინფიცირდებიან, მათ დაავადების მხოლოდ ასიმპტომური ან მსუბუქი ფორმა განუვითარდებათ.

მძიმე დაავადების მაჩვენებელი, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია, კვლავ აწვება ტვირთად პანდემიის წინა ხაზზე მყოფ ჯანდაცვის მუშაკებს.

„კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ტყის ხანძარს ჰგავს. ეს არ არის მბჟუტავი ცეცხლი“, - განაცხადა მიშელ ბარონმა, ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის უფროსმა დირექტორმა კოლორადოს შტატში.

ჩინეთში ჩატარებული კვლევა ვარაუდობს, რომ „დელტა“ ვარიანტი ბევრად უფრო სწრაფად მრავლდება და ორგანიზმში 1000-ჯერ მეტ ვირუსს გამოიმუშავებს, ვიდრე თავდაპირველი შტამი, რაც ხაზს უსვამს ახალი ტალღის ყველაზე დიდ საფრთხეს.

სხვა ექიმების თქმით, „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული პაციენტები უფრო სწრაფად ავადდებიან და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მძიმე სიმპტომები აღენიშნებათ.

დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის შიდსის ვაქცინის კვლევისა და განვითარების ლაბორატორიის დირექტორმა, დევიდ მონტეფიორიმ განაცხადა, რომ „დელტა“ ვარიანტი უფრო გადამდებია და დაავადების უფრო სწრაფად განვითარებას იწყებს, განსაკუთრებით არავაქცინირებულ პირებში.
15:47 / 02.08.2021
ზურაბ ჭიაბერაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს.
22:59 / 31.07.2021
კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 200 მილიონს უახლოვდება. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსმა 4 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
22:44 / 31.07.2021
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.
20:21 / 31.07.2021
ვაქცინა 2020 წლის შემოდგომაზე არ არსებობდა. ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია, რომ დღეს ადამიანმა არ გამოიყენოს ეს და ამით ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს და შემდეგ საზოგადოებას, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვებინარზე განაცხადა.
22:34 / 27.07.2021
„ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტლებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს, რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან, გვყავს გარდაცვლილი ბავშვები, ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის?“, - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი გაუარესებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით წერს.
19:04 / 27.07.2021
ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში, დიდუბის მახლობლად მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია.
22:59 / 26.07.2021
მასიური პანდემიის მართვა ასე არ ხდება - ეს არის გზა ტრაგედიებისკენ, მომრავლებული სიკვდილობისკენ, ძალიან მძიმე აგვისტოსა და სექტემბრისკენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივან,ა ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
22:40 / 26.07.2021
ექიმები კორონავირუსის გავრცელების კუთხით საგანგაშო მდგომარეობასა და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებაზე საუბრობენ. ისინი საზოგადოებას არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში.

19:00 / 26.07.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×