იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ომიკრონისგან“ მხოლოდ 2 რამ დაგვიცავს, ბუნებრივი იმუნიტეტი და ბუსტერ დოზა. ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონი“ ყველაზე გამძლე მუტაცია აღმოჩნდა.
„ომიკრონი“ აღმოჩნდა ყველაზე რეზისტენტული გამძლე მუტაცია და მასზე ვაქცინების ჩვეულებრივი, სტანდარტული 2 დოზა არ მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება. ასევე, კიდევ ერთი მაჩვენებელი ის არის, რომ „ომიკრონისთვის“ არ წარმოადგენს წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია. რამ შეგვიძლია დღეს დაგვიცვას? მხოლოდ 2 რამაა - ერთი, თუ თქვენ გადაიტანეთ ინფექცია და შემდეგ გაიკეთეთ ვაქცინა და მეორე, თუ თქვენ გაიკეთეთ 2 დოზა და შემდეგ მას დაამატეთ ბუსტერ დოზაც“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.