„სტელს-ომიკრონი“ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის ახლახან აღმოჩენილ ქვევარიანტია, რომელსაც მეცნიერები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, რათა დაადგინონ, რა გავლენა შეიძლება, იქონიოს მისმა გაჩენამ პანდემიაზე.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) დაადგინა 400-ზე მეტი შემთხვევა ბრიტანეთში ამ თვის პირველ 10 დღეში და მიუთითა, რომ „სტელს-ომიკრონი“ უკვე 40 ქვეყანაშია აღმოჩენილი.
„სტელს-ომიკრონი“, ასევე, დაფიქსირდა - ინდოეთში, დანიაში და შვედეთში.
ხელისუფლების ცნობით, ჯერ კიდევ არის გაურკვევლობა ვირუსის გენომში ცვლილებების მნიშვნელობის შესახებ. BA.2 სიხშირის მკვეთრი ზრდა უკვე ფიქსირდება, განსაკუთრებით ინდოეთსა და დანიაში.
„ეს ქვევარიანტი ხასიათდება სისწრაფით, დიდი რაოდენობით ვრცელდება აზიაში, დამკვიდრდა დანიაში“, - განაცხადა ფრანგმა ეპიდემიოლოგმა ანტუან ფლაჰომ.
BA.2 ჯერ კიდევ არ არის დასახელებული შეშფოთების ვარიანტად - მაგრამ ფლაჰოლტი ამბობს, რომ ქვეყნებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ უახლესი ვარიანტის მიმართ.
„გვაინტერესებს აქვს თუ არა ქვევარიანტს BA.1-ისგან განსხვავებული მახასიათებლები“, - აცხადებენ საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოში.
ვირუსოლოგის ტომ პიკოკის თქმით, სავარაუდოდ, BA.1 და BA.2-ის შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობაში მინიმალური განსხვავებები იქნება.