ღაბაშები, იგივე სუპინატორები, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების დროს გამოიყენება.
ამ პროდუქტის ტარება რეკომენდებულია ბრტყელტერფიანობის, მაღალი თაღის, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის, ქუსლის დეზის, აქილევსის მყესის დაზიანებისა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს. რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იღლება ხერხემალი. სუპინატორი უზრუნველყოფს სიარულის კორექციას - შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციით არის გამოწვეული, კორეგირდება. ადამიანები მას ძირითადად სხვადასხვა ტრავმის და ბრტყელტერფიანობის დროს ატარებენ, რადგან ის ამსუბუქებს ტკივილს ტერფის არეში, ახდენს თაღის კორექციას, ასევე უზრუნველყოფს ტერფის სტაბილიზაციას და ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ღაბაშებს გამოიყენებენ მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. სუპინატორი ვენებში სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებასაც აქრობს. მას იყენებენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები - მათ შორის არიან სპორტსმენებიც, რადგან ხანგრძლივი ვარჯიში და ზეწოლა ტერფზე და ქუსლზე პრობლემებს ხშირად იწვევს.
“ახალი ხედვის” ინდივიდუალური ღაბაშები
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის დამზადების სერვისს სთავაზობს. ღაბაშის დამზადება ტერფის ბაროპოდომეტრიისა და პოდოსკანირების შედეგად მიღებული ტერფის სამგანზომილებიანი სურათის საფუძველზე ხდება. ბაროპოდომეტრი მაღალი რეზოლუციის მქონე პლატფორმაა, რომელიც ტერფის მდგომარეობას დინამიკაში – სიარულის დროს იკვლევს, პოდოსკანირების დროს კი ხდება ტერფის კომპიუტერული სკანირება სტატიკურ მდგომარეობაში. აღნიშნული პროცედურა ანუ პლანტოგრაფია ტერფის დეფორმაციის, თაღის მდგომარეობის, ზომებისა და გადახრის კუთხეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება ტერფის მდგომარეობა და განისაზღვრება შესაბამისი დიაგნოზი. კვლევის ბოლოს მზადდება ინდივიდუალური ღაბაში, რომელსაც, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. ინდივიდუალური სუპინატორების გარდა, კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მყარ და სილიკონის მზა,სტანდარტულ სუპინატორებს სთავაზობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება ბევრად ეფექტურია, რადგან მაქსიმალურად ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის სამედიცინო პრობლემას.