კომპანია “ახალ ხედვაში” ორთოპედიული პროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანია. სამედიცინო ჯგუფი უკვე 10 წელია მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიურ ნივთებს ოპტიმალურ ფასში სთავაზობს.
კომპანიის ფილიალებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Darco-ს, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას. სამედიცინო ჯგუფს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს იმპორტის, დისტრიბუციის, ინდივიდუალური და სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით - სწორედ ამიტომ მომხმარებლებისთვის ამ კომპანიასთან თანამშრომლობა კომფორტული და სანდოა. კომპანიის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ გამოცდილება და საქმიანობა მომხმარებლის სურვილებს სრულად მოარგოს და მათი ინტერესები გაითვალისწინოს.
რა ორთოპედიულ პროდუქტებს გთავაზობთ “ახალი ხედვა”?
ორთოპედიული პროდუქტების სამედიცინო მაღაზია “ახალი ხედვა” თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. 12 ფილიალში თქვენთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა დანიშნულების მქონე ორთოპედიული ნივთები. ამ პროდუქციას ჩვენ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების დროს ვიყენებთ. მაგალითად, ორთოპედიული ფიქსატორები მოტეხილობის, ღრძობისა და სხვადასხვა ტრავმის დროს შეიძლება დაგვჭირდეს. ისინი სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი და დაზიანებული ადგილის იმობილიზაციასთან ერთად, ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. ორთოპედიულ ბალიშებს კი ყოველდღიურად ვიყენებთ მგზავრობის, წოლის, ჯდომისა თუ ძილის დროს. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი ჩვენ სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ჩვენ კომფორტულ ძილსა თუ მგზავრობას უზრუნველყოფს, ის ასევე სხვადასხვა დაავადების დროსაც გვეხმარება. მაგალითად, სამედიცინო დანიშნულებით ბალიშებს კისრის ოსტეოქონდროზის, თავისა და კუდუსუნის არეში ტკივილის დროს იყენებენ. წელის ქამრებიც- ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული ნივთია, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ზოგიერთი ადამიანი მას მხოლოდ ზურგის მწვავე ტკივილის გამო იყენებს, რადგან ის ხელს უწყობს ტკივილს შემსუბუქებას. თუმცა, არიან პაციენტები, რომლებსაც სერიოზული დაავადებები აწუხებთ და წელის ქამრები მათ მკურნალობის პროცესში ეხმარება. ამ დაავადებებს შორისაა: ოსტეოართრიტი, ოსტეოპოროზი, სქოლიოზი და ხერხემლის თიაქარი. ორთოპედიულ პროდუქტებს მიეკუთვნება ასევე სუპინატორები და ვარიკოზის მოვლის საშუალებები. სუპინატორები ტერფთან დაკავშირებულ პრობლემებს აწესრიგებს და ძირითადად ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება, ხოლო ვარიკოზის მოვლის საშუალებები - ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის.