ორთოპედიულ ფიქსატორებს ძირითადად ვიყენებთ ტკივილის შემსუბუქებისა და იმობილიზაციისთვის. გარდა ამისა, მათი ტარება ძალიან ეფექტურია რეაბილიტაციის პერიოდში და რომელიმე დაავადების პრევენციის მიზნით. ფიქსატორები არსებობს სხვადასხვა ტიპის, სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად, განვიხილოთ მუხლის ფიქსატორი. ეს პროდუქტი არსებობს მრავალფეროვანი:
● მატყლის სამაგრი - რომელიც სახსარში სითბოს შენარჩუნებასა და ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს ;
● მუხლის უჩანართო ფიქსატორიი - ართროზის,ართრიტისა და მსუბუქი დაზიანებების დროს გამოიყენება;
● პლასტმასის ჩანართიანი მუხლის საფიქსაციო - მენისკისა და იოგოვანი აპარატის დაზიანების შემთხვევაში ინიშნება;
● სპეციალური ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით - უზრუნველყოფს ფეხის მოხრასა და გაშლას სასურველ დონემდე, მუხლის სახსრის მოხრის კუთხის რეგულირებით. გამოიყენება მყესების დაზიანების და მუხლის ტრავმების დროს.
ასევე, არის განსხვავებები მხრის ფიქსატორებს შორისაც. მას ნიშნავენ:
● ხელის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს ;
● პროფილაქტიკისთვის, ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად და მხრებში გასამართად ;
● ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:ართრიტი ან მხრის სახსრის ბურსიტი.
ორთოპედიული ფიქსატორებს ასევე მიეკუთვნება წელის კორსეტები და ქამრები,კისრის,თითის,კოჭის,ტერფისა და სხეულის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი საფიქსაციო საშუალებები.დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს: infomedical.ge
სად შევიძინოთ ორთოპედიული ფიქსატორები?
ორთოპედიული ფიქსატორების მაღალი ხარისხი სწრაფი რეაბილიტაციისა და მკურნალობის გარანტია. ამის გათვალისწინებით, ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი გამოცდილება კომპანია “ახალ ხედვას” აქვს. “ახალ ხედვაში “ წარმოდგენილი სამედიცინო ფიქსატორების მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 12 ფილიალში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე, პროუდუქტის გამოწერა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიაშიც. დამატებითი კონსულტაციისთვის დარეკეთ: 0322 18 25 38