ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 დეკემბრის შემდეგ გრიპის ვაქცინის დარჩენილი დოზები შეინახება და მას მხოლოდ მაღალი რისკ ჯგუფის მოქალაქეებისთვის გამოიყენებენ.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უფასო ვაქცინაცია ყველასთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის 10 დეკემბრამდე გრძელდება.
„იცით თქვენ, რომ სულ 200 ათასი დოზა გვაქვს შეძენილი, აქედან 180 ათასამდე უკვე გამოყენებულია და დარჩენილია გარკვეული რაოდენობა, რომელიც უნდა შევინახოთ მათ შორის ორსულებისთვის. 10 დეკემბრამდე შევხედავთ რა დარჩება მარაგში და შემდეგ მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებისთვის გავაგრძელებთ ვაქცინაციას ანუ ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასია დარჩენილი ქსელში. 10 დეკემბრის შემდეგ, ჩვენ გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით 5 ათასს რეზერვში შევინახავთ. ორსულებს რომ დასჭირდეთ თუნდაც თებერვალს, ავცრით ანუ რა ოდენობის ვაქცინაც დარჩება, ის მხოლოდ მაღალი რისკი ჯგუფებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, დიაბეტის მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა გაბუნიამ.