ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიაც მრავალფეროვანია და მათ განსხვავებული ასაკის მქონე ადამიანები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროსა და ყოველდღიურობის შესამსუბუქებლად იყენებენ.
ასევე, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ორთოპედიულ ბალიშებს მხოლოდ კომფორტული მგზავრობისა ან მშვიდი ძილისთვის იყენებენ. ეს პროდუქტები თავს, კისერსა და ხერხემალს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება.
სწორედ ამიტომ, ამ პროდუქციის ხშირი გამოყენება ადამიანების ყოველდღიურ მდგომარეობას ბევრად აუმჯობესებს - ჯდომის, წოლისა თუ მგზავრობის პროცესში.
ორთოპედიული ბალიშები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა. მაგალითად, მშვიდ და სასიამოვნო მგზავრობაში სამგზავრო ორთოპედიული ბალიში დაგეხმარებათ. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს სწორ ფიქსაციას. თუ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა გიწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილს ხშირად გრძნობთ, ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია სავარძლის ბალიშის გამოყენება.
არსებობს ასევე ზურგის ბალიში, რომელიც წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს და დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. ის იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.
ორთოპედიული ბალიშების გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კისრისა თუ წელის არეში დაჭიმულობის შეგრძნება და ძილის პრობლემები აწუხებთ. თუმცა მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ქრონიკული კისრის ტკივილის მქონე ან წნევის მატარებელმა ადამიანებმა ეს პროდუქტი მაშინაც უნდა გამოიყენონ, როცა არ სძინავთ.
ორთოპედიული ბალიშების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Infomedical-ის საიტს.