კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ავადმყოფის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. მათი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი.
კომპანია „ახალი ხედვა“, თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში 13 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. თუმცა, სასურველი პროდუქტის შეძენა, მაღაზიების გარდა, ონლაინ მეთოდითაც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. განვიხილოთ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ავადმყოფის მოვლის საშუალებები:
● უნიტაზის ასამაღლებელი - მენჯ-ბარძაყის სახსარზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება და სახსარზე ზედმეტ დატვირთვას ამცირებს. ეს პროდუქტი ზედაპირს 11 სანტიმეტრით ამაღლებს.
● შშმ პირის ეტლი - არსებობს სხვადასხვა სახისა და ფუნქციის შშმ პირის ეტლები, თითოეული მათგანი განსხვავდება მასალით, ზომებით, წონითი დატვირთვითა და ფუნქციებით. პროდუქტი შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ის ძირითადად არის კეცვადი, გააჩნია მოძრავი ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი.
● ხელჯოხი - პაციენტებს წონასწორობის დაცვაში ეხმარება. ეს პროდუქტი არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადიც.
● ყავარჯენი - არსებობს იდაყვისა და იღლიის ყავარჯნები. ყავარჯნებს გააჩნიათ რეზინის საყრდენი, ეს კი მაქსიმალურად ამცირებს მოცურების რისკს, რაც პაციენტის უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას იძლევა. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი სიმაღლეში რეგულირება.
ადამიანები ავად ყოფნის პერიოდში განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ. ამ დროს კი მაღალი ხარისხის ავადმყოფის მოვლის საშუალებების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ენდოპროთეზირების, შემდგომი პერიოდის მართვა ბევრად მარტივი და სწრაფია. კომპანია “ახალი ხედვა” კი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების ავადმყოფის მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას.