მთელ მსოფლიოში წელისა და ზურგის პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია როგორც უმოძრაო და დატვირთულ ცხოვრების წესთან ასევე, სხვადასხვა დაავადებასა და პათოლოგიასთან. წელის ტკივილის დროს ეფექტურია წელის ქამრებისა და კორსეტების გამოყენება.
● ხერხემლის, ე.წ გულ-მკედრ-წელის კორსეტი - ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს მას, შესაბამისად მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ამ ქამრის ტარებაა რეკომენდებული.
● ჰიპერექსტენზიის კორსეტი - ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან.
● ზურგის კორსეტი - ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს საკმაოდ ეფექტური გამოსაყენებელია.
ამ პროდუქტების შერჩევა კომპანიის 13 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების შეძენა შეგიძლიათ კომპანია ახალი ხედვის ვებგვერდზე, ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. შერჩეულ პროდუქტს კი კურიერი უმოკლედ დროში მოგაწვდით.