წელის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს მჯდომარე ცხოვრების წესთან ან
ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ნერვების ტკივილის რეცეპტორებს ეხება. ეს პრობლემა ხშირად უკავშირდება გაციებასაც, რომლის დროსაც მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კუნთების სპაზმითაა განპირობებული.
ამის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს უხერხული მოძრაობა, მძიმე საგნის აწევა, ბავშვის მოვლა, მანქანის ხანგრძლივი მართვა, სხვადასხვა სახის ტრავმები, ეს იქნება: ავარია თუ წაქცევა. გარდა ამ მიზეზებისა, არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხდება, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
● მალთაშუა დისკის თიაქარი
● ოსტეოქონდროზი
● სქოლიოზი.
როგორც აღვნიშნეთ, წელის ტკივილის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მედიკოსები მიიჩნევენ დიდხანს უმოძრაოდ ჯდომას, რაც უმეტეს შემთხვევაში, ხერხემლის პრობლემების წინაპირობა ხდება. ამიტომ, გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, სპეციალური ვარჯიშების გაკეთება. ეს აღადგენს როგორც თქვენ ენერგიას, ასევე უზრუნველყოფს სხვა დაავადებების პრევენციასაც.
ტკივილის შემსუბუქებას, ვარჯიშებთან ერთად, ხელს უწყობს წელის ქამრების გამოყენება, რომლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტიალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს.
რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქარი, ამ შემთხვევაში ეფექტურია - ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება. უმაღლესი ხარისხის წელის ქამრების შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანია “ახალი ხედვის” ფილიალებს თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. პროდუქტის გამოწერა ხდება ონლაინ მეთოდითაც.