ბრტყელტერფიანობა შეიძლება დამოუკიდებელი დაავადება იყოს ან განვითარდეს ტორსისა და ქვემო კიდურების დეფორმაციის შედეგად. ბრტყელტეფიანობის გამომწვევ მიზეზებს ასევე მიეკუთვნება უეცრად მიღებული ტრავმა ან ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანება. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლა აქვს დარღვეული საკმაოდ მაღალია რაქიტული ბრტყელტერფიანობის განვითარების რისკი.
ტერფის სხვადასხვა პათოლოგიას განსხვავებული სიმპტომატიკა ახასიათებს, ზოგ შემთხვევაში ტკივილი შესაძლოა დღის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდეს ან მუდმივად გვაწუხებდეს. ამ დროს აუცილებელია ტერფზე კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარება. ის პრობლემები, რომლებიც ტერფის დეფორმაციას უკავშირდება, მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს. ასეთი ტიპის დაზიანებების შემთხვევაში თანამედროვე მედიცინაში აქტიურად იყენებენ ორთოპედიულ სუპინატორს. ეს პროდუქცია უზრუნველყოფს თაღის კორექციას, ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას, წონითი დისბალანსის კონტროლს, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, ორთოპედიული სუპინატორებისა და ღაბაშების დახმარებით კორექტირდება.
სუპინატორების ტარება ასევე ეფექტურია ისეთი აქტივობებისა და მდგომარეობის დროს, როგორიცაა: - სპორტული და პროფესიული დატვირთვა, ორსულობა, სქოლიოზი, რევმატული დაავადებები და ტერფის სხვადასხვა პათოლოგიები, როგორიცაა: ვარუსული და ვალგუსური ტერფი, დიაბეტური ტერფი და სხვა. ორთოპედიულ სუპინატორებსა და ღაბაშებს აქვს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება. ეს პროდუქტი ტერფს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და სხეულის ამ ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ასევე ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკის მიზნით სუპინატორების გამოყენება საკმაოდ ეფექტურია. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 13 ფილიალში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა, მოქმედებს ონლაინ შესყიდვაც. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ბაუერფენდის/Bauertfriend, მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/berger ორთოპედიულ სუპინატორებს სთავაზობს.