კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს წელის კორსეტებისა და ქამრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. "ახალი ხედვის" სხვა პროდუქტების მსგავსად ეს სამედიცინო საშუალებებიც უმაღლესი ხარისხისაა და, რა თქმა უნდა, მათი შეძენაც ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. კომპანია "ახალი ხედვის" წელის კორსეტებისა და ქამრების ღირებულება 35 ლარიდან 345 ლარამდე მერყეობს.
განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი:
- ზურგის კორსეტი - ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშაც არის შესაძლებელი. კორსეტი ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და გამოიყენება ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.
- წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და გააჩნია პლასტმასის ჩანართები ზურგის არეში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელსა და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
- თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი - დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულ-მკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.