ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ სააგენტო "რეს"-ი "რესპუბლიკის" დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის დაყრდნობით იუწყება.
ე.წ. საზღვრის დაკეტვა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის აღსანიშ ღონისძიებებს უკავშირდება.
დეფაქტო უწყების ცნობით, "საზღვარი" 8 მაისის 20:00 საათიდან დაიკეტება, რა დროსაც მოქალაქეების გატარება აიკრძალება. დე ფაქტო ხელისუფლება "საზღვრის" გახსნას 10 მაისს, 06:00 საათზე აპირებს.