აფხაზეთში დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა „აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში“ გარკვეული ზონებში ფრენა დროებით აკრძალა. აკრძალვის მიზნად სამხედრო ან ტერორისტული ხასიათის საფრთხისგან დაცვა სახელდება.
აფხაზური მედიის ცნობით, ფრენები დროებით აიკრძალა ადმინისტრაციული, დიპლომატიური და საკონსულო, სახელმწიფო დაცვის განთავსების შენობების შენობების, ასევე სამხედრო ინფრასტუქტურის, აფხაზური და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტების ზონებში.
დე ფაქტო მინისტრთან კაბინეტის აპარატის წარმომადგენლის ანდრეი გუნიას განმარტებით, დროებითი აკრძალვის შესახებ დადგენილება მიმართულია „სამხედრო ან ტერორისტული საფრთხეების მინიმიზაციისკენ და ობიექტების დაცვისკენ.
ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში არ სახელდება, რას უკავშირდება დე ფაქტო ხელისუფლების მოლოდინი სამხედრო ან ტერორისტული საფრთხის გაზრდის შესახებ.