2022 წელთან შედარებით, 2023 წელს არ გაზრდილა სპორტის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი (19 000 000 ლარი). მიუხედავად იმისა, რომ მოცემული სახსრები ბევრად ნაკლებია, ვიდრე სპორტის სახეობების განვითარებისათვის არის აუცილებელი, ჩვენ შევძელით და გავააქტიურეთ მუშაობა სპორტის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.