კულტურა
პატრიკ ჯეი ადამსი და მეგან მარკლი ერთად მონაწილეობდნენ სერიალში ,,ფორს მაჟორი“. ისინი შეყვარებულ წყვილს განასახიერებდნენ და ბოლოს იქორწინეს კიდეც. ცნობილია, რომ პატრიკი და მეგანი უახლოესი მეგობრებიც იყვნენ, რადგან ის სამეფო ქორწილის საპტიო სტუმრებს შორისაც მოხვდა. დღეს კი ირკვევა, რომ ძველი მეგობრები აღარ კონტაქტობენ, პატრიკ ჯეი ადამსი ამბობს, რომ ამის მიზეზი უხერხულობაა.
22:41 / 08.10.2020
 
ახალი რუსული ფილმი საბჭოთა კავშირის საყვარელ ანიმაციას მალე დიდ ეკრანებზე გადმოიტანს.
22:33 / 08.10.2020
 
პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პირველ ლედის, ელენას უმასპინძლეს. შეხვედრა კენსინგტონის სასახლის სამეფო დარბაზში შედგა. 38 წლის მიდლტონი საყვარელი დიზაინერის, „ეიმილია ვიქსტიდის“ კაბაში იყო გამოწყობილი, რაც ეხება ელენა ზელენსკაიას, ის თეთრი ფერის პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოჩნდა. შეხვედრაზე დედოფალი ელისაბეტიც უნდა ყოფილიყო, თუმცა, პანდემიის გამო ის უინძორის სასახლეში თვითიზოლაციაშია.
22:24 / 08.10.2020
 
თაკო მელიქიშვილის 4 წლის შვილს მოტორული უნარების განვითარების შეფერხება აქვს. რატი არ მეტყველებს. როგორც მომღერალი და რადიოწამყვანი ამბობს, შვილი ერთი წლის წინ თურქეთში ჰყავდა კონსულტაციაზე, სადაც მედიკამენტოზური მკურნალობა და სხვადასხვა თერაპიული აქტივობა დაუნიშნეს.
21:51 / 08.10.2020
 
82 წლის ამერიკელმა მსახიობმა, მწერალმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა, ჯეინ ფონდამ ეკოლოგიურად სუფთა ჩექმა გაარეკლამა. ვარსკვლავმა ისაუბრა, თუ როგორ ახდენს ეკოლოგიურად სუფთა ტანისამოსისა და ელეგანტური ,,ლუქების” შერწყმას.
21:47 / 08.10.2020
 
სტრიმინგ-სერვისი Apple TV+ 90-იანი წლების სუპერმოდელების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
20:45 / 08.10.2020
 
ანუკი არეშიძემ უკვე მოამზადა ახალი კოლექცია, 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის და სოციალურ ქსელში ორი ნამუშევარი წარმოადგინა, კაბები საინტერსო დეტალებით. როგორც ყოველთვის, დიზაინერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სხვადასხვა ტიპის დეტალს, რაც ფოტოებზეც ასახულია.
19:07 / 08.10.2020
 
„ოსკარზე“ საქართველოდან დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ გაიგზავნება. შესაბამისი გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი, ოთარ ბუბაშვილი, გოგი გვახარია, ლაშა ბაქრაძე, ნანა დოლიძე, რამაზ ხოტივარი, ალეკო ცაბაძე, გიორგი შველიძე, სალომე დემურია, ია შუღლიაშვილი, მაკო ჭილაშვილი, ანა ჭყონია, მარიამ ხაჭვანი, ვაკო კირკიტაძე და ლაშა ცქვიტინიძე შედიან.
18:52 / 08.10.2020
 
მსახიობი ემა ქორინი სერიალში "გვირგვინი" პრინცესა დაიანას როლს განასახიერებს. სერიალის ახალი სეზონი ჯერ არ გამოსულა, თუმცა, მსახიობმა "ინსტაგრამზე" პირველი კადრები გაავრცელა. საუბარია სამეფო ქორწილის ცნობილ კადრებზე, სადაც ემა ერთი ერთში იმეორებს პრინცესა დიანას ლუქს.
23:23 / 07.10.2020
 
ცნობილი რეჟისორის, რიდლი სკოტის ახალი სერიალი Raised By Wolves დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ფუტურისტული პოსტაპოკალიპტური სერიალი იმის შეახებ, როგორ განადგურდა კაცობრიობა და როგორ ზრდის ორი ანდროიდი კაცობრიობის უკანასკნელ გადარჩენილ პირმშოებს სხვა პლანეტაზე. ანდროიდების სახელებია “დედა ” და “მამა”.
18:48 / 07.10.2020
 
კალენდარი
×