კულტურა
video
სულ მალე ეკრანებზე გამოვა ახალი ფილმი ,,ჯეიმს ბონდზე" სახელწოდებთ "ახლა სიკვდილის დრო არა არის". ინტერნეტში ფილმისთვის შექმნილ სიმღერაზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა. მუსიკალური კლიპი ინტერნეტში 18 წლის ბილი აილიშმა გაავრცელა, რომელიც საუნდტრეკს თავად ასრულებს. სიმღერა კერ კიდევ 8 თვის წინ გამოვიდა, თუმცა, კლიპის პრემიერა პანდემიის გამო გადაიდო.
18:49 / 03.10.2020
 
კოვიდ პანდემიის გამო, წელს, თბილისობის დღესასწაული არ ტარდება. თუმცა თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ დღეს, 3 ოქტომბერს საპატიო თბილისელის ტიტულით ათი ადამიანი დააჯილდოვოს. ბუნებრივია, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
15:52 / 03.10.2020
 
57 წლის დემი მურმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი მას ვერაფერს აკლებს. მან მონაწილეობა მიიღო რიანას ბრენდის Savage x Fenty-ს ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიაში, რომელიც შოუს ფორმატში გადაიღეს. დემი მურთან ერთად საცვლების ახალი კოლექცია რიაინამ, შეიკმა, კარა დელევინმა, ბელა ჰადიდმა და სხვა ცნობილმა მოდელებმა წარადგინეს.
23:08 / 02.10.2020
 
2019 წლის 2 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი გარდაიცვალა. ბრწყინვალე კომპოზიტორს დღეს მისი მეგობარი, კოლეგა და ნაწარმოებების შემსრულებელი, ნიკოლოზ რაჭველი იხსენებს და წერს:
22:14 / 02.10.2020
 
ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
18:59 / 02.10.2020
 
მიმდინარე ზაფხულს, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობა დალაგდა. პაპარაცებმა პიტი ანჯელინას სახლის კართან არაერთხელ შენიშნეს. ტაბლოიდების ცნობით, ბრედი შვილების სანახავად საკმაოდ ხშირად მიდიოდა.
19:56 / 01.10.2020
 
ამერიკის პრეზიდიენტის, დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი და მრჩეველი ივანკა ტრამპი აქტიურადაა ჩართული მამის საპრეზიდენტო კამპანიაში. ამჯერად ის მამას სატელევიზიო დებატებზე ახლდა. ამბობენ, რომ სწორედ მან მოამზადა დონალდ ტრამპის გამოსვლის ტექსტიც.
19:54 / 01.10.2020
 
ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 34 წლის მოდელმა, კრისი ტაიგენმა და 41 წლის არტისტმა, ჯონ ლეჯენდმა ბავშვი დაკარგეს. კრისი ორსულების 24-ე კვირაზე კლინიკაში ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კრისიმ გაავრცელა და სოციალურ ქსელში სამშობიარო ბლოკში, გარდაცვლილ ახალშობილთან გადაღებული სულისშემძვრელი ფოტოები გაავრცელა.
18:59 / 01.10.2020
 
საქართველოში, 1 ოქტომბერს იტალიის რესპუბლიკის ქალაქ პეზაროს რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის აკადემიის ფილიალი გაიხსნება.
22:33 / 30.09.2020
 
მელანია ტრამპი ელექტორატის მოხიბვლას ახალი ლუქებით ცდილობს, ამ სახელწოდების სტატიებს აქვეყნებს დასავლური მედია. ეს კი დონალდ ტრამპის პირველი სატელევიზიო დებატების შემდეგ ხდება, სადაც პრეზიდენტს მეუღლე, მელანია ტრამპიც ახლდა. ამ დღეს ამერიკის პირველი ლედი ბრწყინავდა საყვარელი იტალიური ბრენდის "დოლჩე და გაბანას" ორეულში.
19:28 / 30.09.2020
 
კალენდარი
×