კულტურა
video
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ თავისი იუთუბ არხი გააკეთა, სადაც უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია მისი ცხოვრების სხვადასხვა ფრაგმენტები.
16:39 / 01.09.2021
 
video
სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, მერაბ ნინიძე გერმანულ სერიალში Doktor Ballouz მთავარ როლს შეასრულებს. ნინიძის პერსონაჟი გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით ჩადის, ის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტო, ოთხფეხა მეგობართან, კატასთან ერთად იწყებს ცხოვრებას.
18:31 / 07.04.2021
 
video
თორნიკე ყიფიანი 2021 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს. სიმღერა, რომლითაც ის ამ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე წარდგება, პირველად ფართო საზოგადოებამ დღეს მოისმინა. კომპოზიციის სახელწოდებაა You.
21:10 / 15.03.2021
 
video
გუშინ ,,იუთუბის” არხზე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუს თიზერი გავრცელდა. ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში, მეუღლეებმა პირველად ისაუბრეს სამეფო ოჯახიდან წამოსვლის დეტალებზე. სრული ინტერვიუ ეთერში 7 მარტს გავა, იქამდე კი უკვე ცნობილია, რომ ის სკანდალური იქნება. თიზერში მეგანი და ჰარი პრაქტიკულად არ საუბრობენ, კითხვებს მხოლოდ ოპრა უინფრი სვამს და კადრში მეუღლეების ემოციები ჩანს. მაგალითად ოპრა ეკითხება მეგანს: „გაიძულებდნენ გაჩუმებას თუ შენ არ საუბრობდი?“.
16:50 / 02.03.2021
 
video
"ფორსაჟი 9" ეკრანებზე გასული წლის აპრილში უნდა გამოსულიყო, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფილმის შემქმნელებმა პრემიერია რამდენჯერმე გადადეს. საბოლოოდ ჩანიშნული თარიღი კი გუშინ ოფიციალურად დაადასტურეს. "ფორსაჟი 9", რომლის გადაღებებიც საქართველოშიც მიმდინარეობდა, ოფიციალურად კინოთეატრებში 28 მაისს გამოვა.
23:19 / 08.02.2021
 
video
სულ ცოტა ხნის წინ ფლორიდაში, Raymond James Stadium-ზე Super Bowl-ის გახსნის ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ის Covid-19-ის ფონზე პირველი მასშტაბური ღონისძიება იყო. შოუზე დასასწრები ბილეთები მალევე გაიყიდა, მისი საშუალო ფასი კი 14 000 დოლარი იყო.
19:53 / 08.02.2021
 
video
1997 წელს გადაღებული მუსიკალური ტელეფილმი „კონკია“, რომელიც „დისნეის“ სტუდიას ეკუთვნის, როგორც იქნა, „დისნეი პლუსის“ სთრიმინგ-სერვისზე გამოჩნდება. ამის შესახებ „კონკიას“ როლის შემსრულებელმა მომღერალმა ბრენდიმ ვუპი გოლბერგთან ინტერვიუში განაცხადა.
22:41 / 06.02.2021
 
video
ახალგაზრდა მსახიობი ემა ქორინი მსოფლიომ სერიალ „გვირგვინის“ მეოთხე სეზონიდან გაიცნო, სადაც მან პრინცესა დაიანას როლი შეასრულა. კინოკრიტიკოსებმა სერიალის ამ სეზონს საუკეთესო უწოდეს და ემა ქორინის შესრულებასაც უმაღლესი შეფასება მისცეს. გუშინ კი ემა ქორინი „ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა შორის მოხვდა. დრამატულ სერიალში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ასევე წარდგენილნი არიან ოლივია კოლმანი, ჯოდი კომერი, ლაურა ლინი და სარა პოლსონი.
19:07 / 04.02.2021
 
video
სულ ახლახან, 3 თებერვალს, ოქროს გლობუსის 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტთა ვინაობა გახდა ცნობილი.
18:51 / 03.02.2021
 
კალენდარი
×