25 მაისს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში იტალიური ხელოვნების 3 უნიკალური გამოფენა გაიხსნა.
ამჯერად დამთვალიერებელს თბილისში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და ბევრი სხვა დიდოსტატის ნამუშევრების ხილვის შესაძლებლობა მიეცა.
აღორძინების ეპოქიდან ბაროკომდე, ვენეციური მხატვრობიდან თანამედროვე ექსპერიმენტებამდე - 3 ახალი გამოფენა, რომელიც მაისიდან აგვისტოს ბოლომდე გაიმართება.
„ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ (15.05.2018 – 05.08.2018) - ნახატი "ღვთისმშობელი ყრმით" ("მადონა ალბერტინი") დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.
„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05.2018 – 26.08.2018) - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა.
ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის გასაოცარი პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.
"Evidence. A NewStateofArt” (25.05.2018 – 26.08.2018) - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.
გამოფენები იტალიის საელჩოსა და ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში. მხარდამჭერი ვითიბი ბანკია.