გიგანტმა კინომწარმოებელმა "ნეთფლიქსმა" სერიალ „ლაზიერი გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცნობებია დამახინჯება ფაქტობრივად, აღიარა. ამის შესახებ აშშ-ს სასამართლოში სერიალის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა, ფრენკ სკოტმა ისაუბრა. მისი თქმით, ნონა გაფრინდაშვილის შესახებ რეალურ ცნობებს ფლობდა და იცოდა ისიც, რომ ლეგენდარულ მოაჭადრეკეს მამაკაცებთან ჰქონია შერკინება.
სკოტის განმარტებით, ცნობების შეგნებულად დამახინჯება სერიალის გამძაფრებისთვის და დრამატიზირებისთვის გახდა საჭირო.
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, "ნეთფლიქსმა" სამართალწარმოების დროებით შეწყვეტა ითხოვა.
"ნეთფლიქსმა" იშუამდგომლა ამ ეტაპზე სამართალწარმოების შეწყვეტა. ესეც მისი უფლებაა, ამ უფლებას იყენებენ ხოლმე როდესაც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესაძლებლობით. რუსთან დაკავშირებით "ნეთფლიქსმა", თუმცა სცენარისტმა დაადასტურა, რომ მან იცოდა, რომ ნონა იყო საბჭოთა ცნობილი მოჭადრაკე, მაგრამ ამერიკული აღქმები გამოიყენა , საბჭოთას რუსს ეძახდნენ და ამიტომ მოიხსენია იგი რუსად. ჩვენ მოვითხოვეთ ფრენკ სკოტის დაკითხვა, კასპაროვის დაკითხვაც, სხვათა შორის. "ნეთფლიქსი" დაგვთანხმდა ფრენკ სკოტის დაკითხვაზე. ძალიან აირია ფრენკ სკოტი, უმრავლეს კითხვებზე იძლეოდა პასუხს "არ ვიცი", "არ მახსოვს" . "ნეთფლიქსმა" იცოდა სიმართლე, თუმცა განგებ შეცვალა ეს სიმართლე, - თქვა გაფრინდაშვილის ადვოკატმა.
ლეგანდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია 'ნეთფლიქსს" კალიფორნიის სასამართლოში უჩივის. საქმე სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ ეხება, სადაც გაფრინდაშვილი რუს მოჭადრაკედ არის წარმოჩენილი. დავის ერთ-ერთი საგანი კიდევ ერთი გარემოებაა, სადაც ნახსენებია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.
ირკვევა, რომ სცენარისტებს კოორდინაციაში რუსი მოჭადრაკე გარიკ გასპაროვიც ეხმარებოდა. სწორედ მას უნდა მიეწოდებინა ზუსტი ცნობები ქართველი მოჭადრაკის შესახებ.
სამართლებრივი დავის დაწყებამდე მოჭადრაკემ კომპანიას შეგნებული ტყუილის აღიარების მოთხოვნით არა ერთხელ მიმართა, თუმცა „ნეთფლიქსმა“ მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
ქართველი მოჭადრაკე მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
კალიფორნიის სასამართლომ ნონა გაფრინდაშილის საჩივარი განხილვაშ უკვე მიიღო. ვის სასარგებლოდ გადაწყდება რეზონანსული დავა, აშშ-ს სასამართლო გადაწაყვეტს.