რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ნიკოლოზ ცისკარიძე არ აპირებს, რუსეთის დროშის გარეშე რომელიმე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას. ამის შესახებ მან რუსულ პირველ არხს განუცხადა. შვეიცარიაში ჩანიშნული საერთაშორისო საბალეტო კონკურსისგან ვაგანოვას სახელობის აკადემიამ, რომელსაც ცისკარიძე ხელმძღვანელობს, მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ვინაიდან აკადემიამ არ დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედებები უკრაინაში, თანამშრომლობა ყველა ახალგაზრდა მოცეკვავესთან შეჩერებული იქნება. ცისკარიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კონკურსს არ აქვს უფლება, მოითხოვოს პოლიტიკური, მით უმეტეს, ანტირუსული ქმედებები აკადემიისგან.