68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე. ინფორმაციას თუმანიშვილის თეატრი ავრცელებს:
“გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე. თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი.”- ნათქვამია თეატრის ინფორმაციაში.