Loading data...
როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 12 მაისიდან 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.