1718370297
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8693 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0682 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0991 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0878 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 15 ივნისს შევა ძალაში.