Loading data...
60-ზე მეტი სამხედრო შეტაკება ფრონტზე - გენშტაბის ცნობით, ყველაზე ცხელი ნოვოპავლოვსკის მიმართულებაა

დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 60 საბრძოლო შეტაკება მოხდა, -  ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.

გენშტაბში აღნიშნეს, რომ მოწინააღმდეგეს არ ჩაუტარებია შეტევითი ოპერაციები კუპიანსკის მიმართულებით. ლიმანის მიმართულებით სამხედროებმა მოიგერიეს დამპყრობლის 5 თავდასხმა ლუგანსკის რეგიონის ბილოგორივკას და დონეცკის ოლქის ტერნას დასახლებების რაიონებში, სადაც ოკუპანტი ცდილობდა გაერღვია უკრაინული ჯარების თავდაცვა. ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის  4 თავდასხმა.

ავდეევკის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს 14 თავდასხმა ნეველსკის დასახლებებში, სადაც მოწინააღმდეგე, ავიაციის მხარდაჭერით, ცდილობდა ოკუპირებული ხაზებიდან უკრაინული ქვედანაყოფების გაყვანას.

ნოვოპავლოვსკის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ ოკუპანტის შეკავებას ნოვომიხაილოვკასა და გეორგივკას დასახლებებში, სადაც დამპყრობელმა ავიაციის მხარდაჭერით 27-ჯერ სცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა.

ორეხოვოს მიმართულებით მოწინააღმდეგემ ავიაციის მხარდაჭერით 4-ჯერ შეუტია უკრაინის დამცველების პოზიციებს.

ხერსონის მიმართულებით, დამპყრობელი არ თმობს თავის განზრახვას, დაარტყას უკრაინულ ქვედანაყოფებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ასე რომ, გასული დღის განმავლობაში ოკუპანტმა წარუმატებელი შეტევა დაიწყო ჩვენი ჯარების პოზიციებზე“, - აცხადებენ გენშტაბში.