1715355641
კონფლიქტები
აშშ უკრაინის დახმარების ახალ, 400 მილიონის ღირებულების პაკეტს ამზადებს - Politico
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 400 მილიონის ღირებულების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტში შევა ამერიკულ საწყობებში არსებული შეიარაღება, კერძოდ:
- ახალი რაკეტები პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის;სტრინგერი საზენიტო რაკეტები;
- ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები;
- MRAP-ის ტიპის ჯავშანტექნიკა;
- ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა იარაღი.
ამას გარდა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანია შეერთებული შტატებისგან HIMARS-ის ტიპის 3 სარაკეტო საარტილერიო სისტემა შეიძენდა უკრაინის დასახმარებლად.