Loading data...
ღაზას სექტორში „მეგობრულ ცეცხლს“ 5 ისრაელელი სამხედრო ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა - The Times of Israel

ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯაბალიაში ე.წ მეგობრულ ცეცხლს ხუთი ისრაელელი სამხედრო ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა - მათგან ორი, მძიმედ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

გამოძიების წინასწარი შედეგებით, ისრაელის თავდაცვის ძალების მედესანტეები შეცდომით მოწინააღმდეგე ძალის წარმომადგენლებად იქნენ იდენტიფიცირებული და შენობა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ტანკებმა დაბომბეს.

როგორც The Times of Israel წერს, დაღუპულთა ასაკი 20-იდან 22 წლამდეა და ყველა მათგანი 202-ე ბატალიონის პარაშუტისტ-მედესანტეთა ბრიგადაში მსახურობდა.