Loading data...
ISW-ის პროგნოზით, რუსეთს შეტევაში მნიშვნელოვანი ოპერატიული წარმატების მიღწევა შეუძლია

აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეფერხება ქვეყნის ჯარებს უზღუდავს ეფექტური თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას და საოკუპაციო არმიას შეტევითი ოპერაციების წარმართვისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული.

სამხედრო ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, ამ დინამიკას შეუძლია, მტერს მომავალში მნიშვნელოვანი ოპერატიული წარმატებები მოუტანოს. 

„რუსული Storm-Z-ს ინსტრუქტორის თქმით, რუსულმა ძალებმა სარგებელი უნდა მიიღონ უკრაინაში არსებული ტექნიკის დეფიციტით, რომ სახმელეთო ოპერაციების მხარდასაჭერად, გაზარდონ რუსული მართვადი ბომბების გამოყენება. 15 აპრილს, ინსტრუქტორმა განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს არ შეუძლიათ თავი დაიცვან რუსული მართვადი ბომბებისგან, რომლებმაც უკრაინის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვიეს. 

ინსტრუქტორის თქმით, ამჟამად, რუსული ავიაციის „გამოცდით“ არიან დაკავებული შავ ზღვასთან და შესაძლოა, ლოკალური ტაქტიკური წარმატებები ოპერატიული დონის ეფექტებად აქციონ“, - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.