Loading data...
მტერმა ქალაქი ვოლჩანსკი ფაქტობრივად გაანადგურა, თუმცა, ჯერ არ აუღია - უკრაინული მხარე

ხარკოვის ოლქის ვოლჩანსკი ფაქტობრივად განადგურებულია, თუმცა რუსულ ძალებს ქალაქი აღებული არ აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ხელმძღვანელის ანდრეი კოვალენკოს თქმით, რუსები აგრძელებენ მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით ქალაქზე შეტევებს. 

„სამწუხაროდ, ქალაქი ვოლჩანსკი პრაქტიკულად გაანადგურა მტერმა, რომელიც უმოწყალოდ უტევს მართვადი საავიაციო ბომბებით. თუმცა, მტერმა თავისი სარდლობის დავალება ვერ შეასრულა და ეს ქალაქი ჯერ არ აუღია“, - წერს კოვალენკო Telegram-ზე.