Loading data...
რაფაში სახმელეთო ოპერაციაში დამატებითი ძალები მიიღებენ მონაწილეობას - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ რაფაში სახმელეთო ოპერაციაში დამატებითი ძალები მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს ოპერაცია გაგრძელდება დამატებითი ძალებით, რომლებიც შემოვლენ [ქალაქში]. რამდენიმე გვირაბი ამ მხარეში ჩვენმა ძალებმა გაანადგურეს და მალე კიდევ უფრო მეტი გვირაბი განადგურდება. 

ეს ოპერაცია გააქტიურდება და „ჰამასი“ არ არის ორგანიზაცია, რომელსაც ახლა საკუთარი ძალების აღდგენა შეუძლია, მას არ აქვს მარაგი, არ აქვს იარაღის წარმოების უნარი, არ აქვს საბრძოლო მასალა, არ შეუძლია, სათანადოდ უმკურნალოს ტერორისტებს, რომლებიც დაშავდნენ“, - თქვა გალანტმა.

ცნობისთვის, ისრაელმა სამხედრო შეტევა ქალაქ რაფაში და მის გარშემო 6 მაისს დაიწყო. ქალაქს თავს მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებდა.