Loading data...
რუსებმა დაარტყეს დნეპროპეტროვსკის ოლქს, გაჩნდა ხანძარი, არიან დაშავებულები

რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის დნეპროვსკის რაიონს რაკეტებით დაარტყეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავდა ორი ადამიანი. ამის შესახებ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა Telegram-ზე დაწერა. 

„მტერმა დნეპროვსკის რაიონს შეუტია. წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 30 და 35 წლის ორი მამაკაცი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. საფრთხე კვლავ არსებობს. დარჩით უსაფრთხო ადგილას“, - წერს ლისაკი. 

ნაშუადღევს უკრაინის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოაცხადა. მედია იტყობინება, რომ დნეპრში აფეთქებები მოხდა.