Loading data...
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება - ამერიკელი ვიცე-ადმირალი

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან, - ამის შესახებ გადამდგარმა ამერიკელმა ვიცე-ადმირალმა მაიკ ლეფევერმა განაცხადა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას ომში ინიციატივის ხელში ჩაგდება? ლეფევერმა უპასუხა: „დიახ, მე ამის მჯერა“.

კერძოდ, მან ხაზი გაუსვა უკრაინელების მონდომებას, სტაბილურობას და სიამაყეს.

„და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინას მივცეთ ეს დახმარების პაკეტი, რათა მას ჰქონდეს მინიმუმ შესაძლებლობა და საშუალება გააგრძელოს ბრძოლა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ უკრაინელების მონდომება, ხანგრძლივი ომი არის ძალიან დამღლელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ (უკრაინელებს) მივაწოდოთ საჭირო რესურსები, რათა შეიქმნას პირობები, რათა მათ შეძლონ ბრძოლა“, - დასძინა ვიცე-ადმირალმა.