Loading data...
რუსეთის წარმატება ჩასივ-იარში საფრთხეს შეუქმნის დონეცკის რეგიონის ქალაქებს - Politico

ჩასივ-იარში რუსული საოკუპაციო ძალების წარმატება საფრთხეს შეუქმნის დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქების უსაფრთხოებას, - ამის შესახებ Politico-ს უკრაინის მაღალჩინოსანმა განუცხადა.

„თუკი რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს ამ ქალაქის აღება, მათ ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შეტევა კოსტიანტინივკაზე, კრამატორსკსა და სლავიანსკზე. ეს ქალაქები დონეცკის რეგიონის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ბოლო დასაყრდენია“, - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ნაზარ ვოლოშინმა.

როგორც  მედია წერს, ჩასივ-იარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც მდებარეობს ბახმუტიდან 10 კილომეტრში. ამჟამად ჩასივ-იარი უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ რუსული ჯარები არ წყვეტენ თავდასხმებს.

„ამ ქალაქის კონტროლი რუს დამპყრობლებს საშუალებას მისცემს, თუ მიაღწევენ მას, მნიშვნელოვნად გაამარტივონ წინსვლა კოსტიანტინივკას, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით“, - განმარტა ვოლოშინმა.

როგორც ოფიცერმა აღნიშნა, კრემლმა თავის ჯარს უბრძანა ჩასივ-იარი დაეპყრო 9 მაისამდე. რუსულ პროპაგანდას სჭირდება დიდი გამარჯვება ფრონტზე.

რუსები აგზავნიან თავიანთ ჯარებს უკრაინის პოზიციებზე შტურმისთვის. ცოტა ხნის წინ, რუსეთმა გადმოიყვანა ჯარები ახლომდებარე ლიმანიდან ჩასივ-იარში.

რუსეთი ამტკიცებდა, რომ მისი ჯარები ჩასივ-იარიდან მხოლოდ 500 მეტრში იმყოფებოდნენ. თუმცა, ნაზარ ვოლოშინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქი და მისი შემოგარენი კვლავ კიევის კონტროლის ქვეშაა.

სირსკის განცხადებით, ჩასივ-იარის დაცემის თავიდან აცილების მიზნით, უკრაინის სარდლობა აძლიერებს იქ მებრძოლ ბრიგადებს საბრძოლო მასალებით, დრონებითა და რადიოელექტრონული ომის საშუალებებით.

ნაზარ ვოლოშინმა Politico-ს განუცხადა, რომ მუდმივი თავდასხმების მიუხედავად, რუსები ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიზანს მიაღწევენ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუტისა და ავდეევკას გარშემო ვითარების შესაცვლელად, სადაც რუსები სარგებლობენ კიევის საბრძოლო მასალის ნაკლებობითა და მოსკოვის საჰაერო უპირატესობით, უკრაინას სჭირდება დასავლური საჰაერო თავდაცვა, F16 საბრძოლო თვითმფრინავები და სხვა იარაღი.