Loading data...
რუსეთმა ბრძოლის ველზე ინიციატივა მოიპოვა, უკრაინაში კი იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თავს არიდებენ გაწვევას - NYT

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა მოიპოვა ინიციატივა ბრძოლის ველზე, უკრაინის თავდაცვის უნარი დამოკიდებულია შეიარაღების არსენალის შევსებაზე და ქვეყნის შიგნით ჯარების მობილიზებაზე. მაგრამ საბრძოლო პერსპექტივების გაუარესებასთან ერთად, იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს,  - წერს The New York Times.

უკრაინელმა მესაზღვრემ ვლადისლავ ტონკოშტანმა დააკავა კაცი, რომელიც ემზადებოდა ქვეყნის დასატოველლად და აპირებდა მდინარის გადალახვას იმ იმედით, რომ ნახავდა ცოლ-შვილს, რომლებიც მას ორი წლის განმავლობაში არ უნახავს.

„ჩვენ არ შეგვიძლია განვსაჯოთ ეს ხალხი. მაგრამ თუ ყველა კაცი წავა, ვინ დაიცავს უკრაინას?“ - განაცხადა უკრაინელმა მესაზღვრემ.

აღმოსავლეთში უკრაინის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იური სოდოლმა განაცხადა, რომ ფრონტის გარკვეულ რაიონებში რუსების რაოდენობა შვიდჯერ აღემატება უკრაინელების რაოდენობას.

„ბევრი უკრაინელი, რომლებიც ომის პირველ დღეებში მოხალისეებად წავიდნენ, კვლავ იბრძვიან, წელიწადში მხოლოდ ორი კვირა აქვთ შვებულება. სამხედროების თქმით, მსხვერპლთა მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ჯარში გაწვევა ფრონტზე ცალმხრივი ბილეთის აღებას ჰგავს და ჯარში წასვლას თავს არიდებენ და ეს რიცხვი იზრდება“, - წერს NYT.

მედია წერს, რომ დასავლეთ უკრაინის საზღვრისპირა რეგიონების მდინარის ხეობებში, მამაკაცები ქვეყნის სხვა ნაწილებიდან ცდილობენ თავი აარიდონ გაწვევას და გადალახონ საზღვარი.