Loading data...
რუსეთმა დაიპყრო იმაზე მეტი ტერიტორია, ვიდრე უკრაინამ გაათავისუფლა გაზაფხულის კონტრშეტევის დროს - The Washington Post

რუსეთი უკრაინის ფრონტის ხაზის გასწვრივ რამდენიმე პუნქტს ურტყამს, - ამის შესახებ The Washington Post-ის მასალაშია ნათქვამი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში რუსეთის შეტევამ უკრაინის ხარკოვის ოლქზე ათასობით ადამიანის გადასახლება გამოიწვია. ზოგიერთი ევაკუირებული ამბობდა, რომ ეს შეჭრა უფრო სასტიკი იყო, ვიდრე პირველი. რუსეთის არმიამ, ასევე, მიაღწია წარმატებას სამხრეთით. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიღწევები შედარებით მცირე იყო, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ახდენენ ზეწოლას უკრაინის სამხედრო ძალებზე დიდ გეოგრაფიულ არეალში.

„ისინი ცდილობენ შექმნან დაუცველობა უკრაინული ძალებისთვის, ზეწოლას ახდენენ ყველა მხრიდან“, - განაცხადა მაქს ბერგმანმა, ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორმა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტერიტორიების ოკუპაცია მოახერხა. 

„რუსეთის ფედერაციამ დაიპყრო იმაზე მეტი ტერიტორია, ვიდრე უკრაინა გაათავისუფლა 2023 წლის გაზაფხულის  კონტრშეტევის დროს“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საარტილერიო ჭურვებისა და სხვა შორი მოქმედების საბრძოლო მასალის მარაგი იწურება, რაც აფერხებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს.

თავის მხრივ, უფროსმა ისტორიკოსმა ჯან ჯენტილმა აღნიშნა, რომ რუსეთის ახალი შეტევა ნიშნავს, რომ უკრაინას მოუწევს ძალების გადანაწილება, განსაკუთრებით ჩრდილოეთით, რამაც შეიძლება შეაფერხოს უკრაინის ძალისხმევა, მოემზადოს საკუთარი შეტევისთვის.