Loading data...
რუსეთმა ხარკოვი დაბომბა, არის მსხვერპლი - ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

17 მაისს ნაშუადღევს რუსეთმა ხარკოვი დაბომბა, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

სინეგუბოვის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.

„დაჭრილთა შორის არის 18 მამაკაცი და ერთი ქალი. ასაკი 20-დან 60 წლამდეა. 4 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალოდ მძიმეა. ორი მამაკაცი, დაახლოებით 45 წლის, გარდაიცვალა“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ორი დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქის ხოლოდნოგორსკის რაიონში.