1714142407
კონფლიქტები
შეტევა სუმის ოლქზე - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი მიიტანეს სუმის რაიონის ქალაქ ბელპოლზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქალაქში 5 აფეთქება მოხდა.
„წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ქალი, ოთხმა ადამიანმა კი დაზიანებები მიიღო“, - აცხადებენ სამხედრო ადმინისტრაციაში.
არსებული ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულების შენობა, მრავალსართულიანი და კერძო სახლები, სავაჭრო ცენტრი, ბანკის შენობა, ავტოფარეხი და ავტომობილები.