Loading data...
უკრაინა უახლოეს კვირებში რუსეთის დიდი შეტევისთვის ემზადება - Reuters

უკრაინა უახლოეს კვირებში საოკუპაციო ძალების დიდი შეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მედიის ცნობით, უკრაინის გენერალურმა შტაბმა ხარკოვიდან 45 კილომეტრში მდებარე სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკის ჩრდილოეთ რაიონებში ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დამპყრობლების საპასუხოდ კონტრშეტევა დაიწყეს.

უკრაინაში ვარაუდობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, მომდევნო კვირებში დიდი შეტევისთვის ემზადებოდეს. სუმის ოლქის მახლობლად მტერი ძალებს ზრდის.

Black Bird Group-ის ანალიტიკოსმა პასი პაროინენმა Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთი ხარკოვის ოლქზე შეტევით, როგორც ჩანს, ცდილობს, კიევის შეზღუდული რეზერვები ზაფხულში მოსალოდნელი მთავარი შეტევის დაწყებამდე ბრძოლაში ჩართოს.

„თუ უკრაინა ხარკოვსა და სუმში ძალებს გადაანაწილებს, შეძლებს ტერიტორიის ნაწილი შეინარჩუნოს, შეიძლება აღკვეთოს საარტილერიო თავდასხმები ხარკოვში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობაზე, შესაძლოა, მტერი საზღვრამდეც კი გაიყვანოს. მაგრამ ეს შეიძლება, მათ ომის ფასად დაუჯდეთ, თუ რეზერვები  ზაფხულში რუსეთის შეტევების დროს კრიზისებზე რეაგირებას ვერ შეძლებენ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.