Loading data...
უკრაინელებმა ყირიმს Storm Shadow რაკეტებით დაარტყეს - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანულმა დაზვერვამ გააანალიზა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული დარტყმები ობიექტებზე დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

კერძოდ, უკრაინის საჰაერო ძალებმა 24 მარტს ოკუპირებულ ყირიმში დარტყმების სერია განახორციელეს. ერთ-ერთი სამიზნე იყო სევასტოპოლში მდებარე შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრი.

დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ სატელიტური სურათების ანალიზმა, რომელიც მან ასევე გაავრცელა, აჩვენა, რომ დაზიანდა შენობის ერთი კონსტრუქცია, კერძოდ სახურავი ნაწილობრივ ჩამოინგრა, აფეთქების შედეგად კიდევ ორი ​​შენობა დაზიანდა.

მათივე ცნობით, ამასთან, ამ დარტყმების შედეგად, ასევე, დაზიანდა ორი დიდი ამფიბიური ხომალდი, ტანკები და სადაზვერვო ხომალდი.

„მსგავსი დარტყმების გამო, უფრო მაღალი ღირებულების რუსული გემები, იძულებულნი გახდნენ გადანაწილდნენ აღმოსავლეთით მდებარე ალტერნატიულ საპორტო ობიექტებში. მიუხედავად რუსეთის მცდელობისა შეზღუდოს მისი დანაკარგები, უკრაინა აგრძელებს წარმატების დემონსტრირებას და ზიანს აყენებს შავი ზღვის საზღვაო ფლოტს ამ რეგიონში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.