1713358031
კონფლიქტები
უკრაინულმა დრონებმა ყაზანის საავიაციო ქარხანას შეუტიეს - UNIAN
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებმა თათრეთში შეუტიეს ყაზანის ავიაქარხანას, სადაც რუსულ Tu-22M-ისა და Tu-160-ის ტიპის ბომბდამშენებს აწყობენ. ამის შესახებ UNIAN სპეცსამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
არსებული ცნობით, შეტევა 17 აპრილის დილას განხორციელდა და ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებებს წინ უძღოდა საჰაერო განგაშის სიგნალები, რასაც ქარხნის ტერიტორიიდან პერსონალის ევაკუაცია მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტევის დროს დაიხურა ყაზანის, ნიჟნეკამსკის და ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტები.
აფეთქების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.