Loading data...
ზელენსკი კურსკის მოვლენებზე: უკრაინამ ინიციატივა ხელში ჩაიგდო

ახლა უკრაინა ისე მოიქცა, როგორც ომის პირველ კვირებსა და თვეებში: მან აიღო ინიციატივა და დაიწყო სიტუაციის საკუთარ ინტერესებში დაბრუნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა

„კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ, უკრაინელებს, შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და დამოუკიდებლობა.  ჩვენ სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მიღწევები, ეს ასეც იქნება“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ყურადღება რჩება ფრონტის თითოეულ მიმართულებაზე, განსაკუთრებით კი კურსკის ოლქზე, და შესაბამისად, სასაზღვრო ტერიტორიის დაცვაზე.

„რაც უფრო მეტად განადგურდება რუსული სამხედრო წარმომადგენლობა საზღვრისპირა ზონაში, მით უფრო ახლოს იქნება მშვიდობა და ნამდვილი უსაფრთხოება ჩვენი სახელმწიფოსთვის. რუსეთის სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც გააკეთა და ის პასუხს აგებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია კურსკის ოლქში - უახლესი ამბები

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ 13 აგვისტოს, საღამოს განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში 74 დასახლებას აკონტროლებს.

გენერლის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა მიმართულებით 1-დან 3 კილომეტრამდე დაწინაურდნენ.