Loading data...
ზელენსკი: რუსეთს სურს, აჩვენოს, რომ სწორედ ის განსაზღვრავს ომის ბედს

რუსი ოკუპანტების შეტევა ხარკოვის ოლქზე მთელ ფრონტზე უკრაინის თავდაცვის ძალების დასუსტების მცდელობაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

„ფაქტობრივად, ოკუპანტის მთელი ოპერაცია ხარკოვში გულისხმობს ფრონტის გასწვრივ ჩვენი ძალების დასუსტების მცდელობას და, ამავდროულად, პროპაგანდის გაძლიერებას - პროპაგანდა, რომელიც მსოფლიო ლიდერებისკენ არის მიმართული”, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს, აჩვენოს, რომ სწორედ ის განსაზღვრავს, რა მოხდება ომის შემდეგ.

„ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუსეთის მცდელობას, გააფართოოს ომი და არ მივცეთ უფლება ოკუპანტს, დაარღვიოს როგორც ფრონტი, ისე ჩვენი დიპლომატია - ის, თუ როგორ მივუახლოვდეთ სამართლიან მსოფლიოს“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებაც ისაუბრა.

„ხარკოვის მიმართულებით - ვოლჩანსკი, ლიპცი, კუპიანსკი - ჩვენ რუსეთის ზეწოლას ვაკავებთ. მადლობას ვუხდი თითოეულ ბრიგადას, თითოეულ შენაერთს. მუდმივი ყურადღების ცენტრშია დონეცკის მიმართულება, პირველ რიგში პოკროვსკის მიმართულება - იქ ახლა ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.